↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის ახსნა

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3049 ნახვა

—
თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.
ცივ ბუდეებშისამუდამოდ დააბინადრათვალები - როგორც ლაყე კვერცხები -ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს -სიხარულის თბილ - თბილწიწილებს.თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე -ხან თავსხმა წვიმამ გადარეცხა,ხან დაბერა სამხრეთის ქარმა,ხან ყველა ტყეს მოედო ცეცხლი,ბოლოს - დათოვა -ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე.თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.ზამთრის ძილისგან დაიხოცნენსუნთქვის დათვებიდა თავი ვეღარ დააღწიესცხვირის მღვიმეებს -ბოლო სუნთქვა მკვდარი სუნთქვაა.თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.სული კვამლივით ამოუშვა მდუმარე სახლმა,ცეცხლი კი ჩაქრა,ცეცხლი ჩაქრაჰო, ჩაქრა ცეცხლი.კაცი მოვიდა ცოტა გვიან( როგორც ყოველთვის)ხელი მიითბო ჩამქრალ ცეცხლზე,მის საწოლთან სკამი მიიდგა,დაიხარა მკვდრისკენ დაუთხრა.უთხრა:- ამხსენი სიყვარული,მიდი, ამხსენი სიყვარული,მიდი, ამხსენი სიყვარული....და ამ მხრებზე ზეცას შევიდგამ....
თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი