პოეზია · ლირიკა
რიტუალის ქრონიკები, ერთი დღე
ბებიასI დილა
ჩემი ხმა სახლთან ამოყლორტილ ხმაურის ხეზეშავი ლეღვივით მიმწიფდება და მეხლიჩება.ბებია მოკვდა.( ჩემს პატარას ვუმზადებ წვნიანს,- ფრთხილად, ცხელია,მივაწოდე კოვზი - ნიჩაბი)
წვნიანის ფსკერზევერცხლის კოვზით დაკაკუნებამშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარს ხსნისდილით მიირთვეს საკუთარი თმა - ფრჩხილ - ნუნებიხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს.
არ შია, თეფშში მაკარონის გველთევზებს დასდევსხახვის მედუზებს... კარტოფილის კუნძულ მეჩეჩებს,(ვხედავ,ბებიას ვარდისფერი აცვია კაბადა თავსაფრიდან ჭაღარა თმა გამოეჩეჩა).
წვნიანის ფსკერზევერცხლის კოვზით დაკაკუნებამშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარსხსნისდილით მიირთვეს საკუთარი თმა - ფრჩხილ - ნუნებიხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს.
II პროცესია
აღარ გეტევა საკუთარი ფეხსაცმელები -არ გაქვს პირობაარც საკლებიაღარც მაკლები,ჩქარობ გაქცევას,გასაქცევად ძალიან ჩქარობქალაქის ყველა შუქნიშანზეწითლის დაკრეფას.
პერანგი თბილი ხელისგულით გაგიუთოვე,სხეული მიწას,სული უფალს ხმას ვის უტოვებ?
IIIბოლოს
გააღე კარინუღარ დაკეტავწყალი - დაძმარდა,პური - დაკუტდა.