↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იუდიას მონოლოგი

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19635 ნახვა

—
თითებზე ძაფივით აგისხამს გრძნობები,მარიონეტული თამაშით გაერთე,სარკეში გიყურებ და მეუცნობები,ქლამიდის მაგივრად ჩაგიცვამს ხავერდი.
მუქლურჯი ფერებით ყალბ-ოცნებასავით,დახურეს ფარვანას ფრთებით ეს ცა მთელი,აინთო საღამო სერობის მბაძავი,და ჩაქრა თორმეტში ერთ-ერთის სანთელი...
დავეძებ ქვიშაზე ადამის ნაკვალევს,ხომ ვიქმენ ღვთის ხატად, მერგო ეს პატივი!..აჩრდილი ცოდვისა არაფრად ჩავთვალე,და ვერ მოვირჩინე მძიმე სახადივით.
ამ სულში ბოროტი, ვერაფრით ჩავქოლე,ვერ შევქმენ ადამის გზისებრი მოდელი,სერობის წინა დღით დაიწყო ეს ქროლვა,და ჩავქრი იმღამეს, - ისკარიოტელი.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი