პოეზია · ლირიკა
მატადორი
ამყვა თქვენი ნელსაცხებისსურნელი და გამაბრუა,ამერია სინორჩეშისილამაზის მაგივრობა,განა ყრუ ვარ, თუ ცხოვრებისხმამაღლობამ დამაყრუა?!თებერვალმა სისხლძარღვებშიფანტელები დამიგროვა.
მერამდენედ, სახის უკანვითამაშე ემოცია,მერამდენედ გავექეცინეგატიურ ზოდიაქოს,სიშიშვლეზე რამდენჯერაცძოწეული შემმოსვია,იმდენჯერვე პეტრესავითმომყვებოდი შორიახლო.
მომყვებოდი, თუმც წყურვილიჩემებრ დაგიოკებია?გაზაფხულის დილის ნამზეენა დაგიწეწებია?ახლა შენი ფიანდაზიეშაფოტის თოკებია,ჩამომხმარი ფრთებია დადამტვრეული ბეჭებია.
ახლა შენი გარდამოხსნაშემოდგომით დაიწყება,შეგრაგნიან სხეულს მწიფეღვინისფერი მეტაფორით,სურნელება არასოდესმიეცემა დავიწყებას,როგორც ბოლო კორიდაზე,გაღადრული მატადორი.