პოეზია · ლირიკა
ლამაზი სიკვდილი
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,შემოასკდება როცა ალუბალსმუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით,როცა ირმები დაფეთდებიან,მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,როცა მიწაზე მზე და დარი დგას,ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევსდა ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლისსაგვირილოდ და საენძელოდა,ირემი ირემს ბალახს გაუწვდისდა რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიანდა აკოცებენ ვაზებს ხარდნები, _შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,გავდიადდები,გავსულდიდდებიდა ავენთები მამულს კელაპტრად.შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,მერე მოვკვდები ისე ლამაზად,ვით დაიბადა ეს ყველაფერი.