↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანანურიდან

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3046 ნახვა

—
ანანურიდან მოგდევ ნისლივით,რომ აგიბნიო გზები სავალი,ხარ გავარდნილი, როგორც ისარი,და დაკარგული უცხო სამარე.
ანანურიდან მოგდევ ვეფხვივით,საცაა კლდეთა კარებს შევანგრევ,მწყერი მეგონე ფრთამოტეხილიდა ასე უცებ სად დამეკარგე.
ყანა და ყანა დაგედევნები,გიპოვი სადმე დაღლილს, დაწურვილს,ვარ შორი თვალი შენი მტევნებისდა ვაზი შენი თმებით ჩაწნული.
სად დამეკარგე ასე ფიფქივით,საკუთარ სისხლით ვავსებ საწნახელს,მე ვიყავ შენი ციხე ქვითკირის,როგორ გამექეც, როგორ გამტეხე.
მე ვიკარგები მთებში ნისლივით,აღარ ჩანს ჩემი გზები სავალი,ხარ გავარდნილი, როგორც ისარიდა დაკარგული უცხო სამარა.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი