↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამშრალი სისხლი

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3043 ნახვა

—
ციდან ილიას ძახილი ისმის(ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის):საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი,გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
სტყუი, ქართველო, დღისით და მზისით,მამულის ძუძუს ვერა გრძნობს ბალღი,საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი,გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
ძმამ მოძმე თვისი დაჰკიდა კისრით,შვილმა გააგდო მამა, ვით ძაღლი,საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი,გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
გავხდით არჩივი მოწამლულ ისრის,ჩაინგრა ტაძრის სვეტი და თაღი,საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი,გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
ციდან ილიას ძახილი ისმის:(ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის):საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი,გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი