↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბეთანია

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3048 ნახვა

—
"ბეთანია _ სახლი სათნოებისა და სახლიმორჩილებისა და სახლი დიდებისა".საბა
შენ არ გინახავს ჩემი ხელები,ჩემი თვალები და ჩემი მხრები, _გადარეული თეთრი ცხენებითდა შორეული ზარების ხმებით.შენ არ გინახავს ჩემი ნისლები,მთიდან ქორების ფრთით მოტანილი,თეთრი ქარებით როგორ ივსებადღეები ლურჯი, ქრისტეს ტანივით.შენ არ გინახავს ფრესკის სიშორე,ფერი ფასკუნჯის, ფერი ქედნების,მირონის სურნელს როგორ იშრობენჩემი სხეულის ძველი კედლები.შენ არ გინახავს, მოდი და მნახე,რომ ეს ტაძარი ჩემი ტანია...სათნოებისა ვარ შენი სახლი,მორჩილებისა ვარ შენი სახლი,შენი სხეულის ვარ ბეთანია!..
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი