↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კვლავ ანანურთან

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3045 ნახვა

—
კვლავ ანანურში შეხვედრას ვნანობ,ვნანობ არაგვზე ატეხილ ჭალებს...შენი მკერდივით ცა იყო მწვანედა შენი შურდათ დანარჩენ ქალებს.მე ფაფარივით მოვსდევდი ცხენებსდა სულში ჩარტყმულსვითვლიდი ფლოქვებს,მზე იყო შენი მკერდივით ცხელიდა წყაროს წყალზე ავსებდნენ დოქებს.დოქებს ავსებდნენ, ტიროდა ფიქრი,ფიქრი ტიროდა დაკარგულ წყაროსდა ანანურის სიმაღლის იქითიდგა სიჩუმე თბილი და წყნარი.იდგა სიჩუმე, ლამაზი ქალი,იდგა სიჩუმე, ნათელი სევდადა დასავლეთის წითელი რკალიმზის დაბრძანების პოემას წერდა.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი