პოეზია · ლირიკა
* * * სევდას სქესი აქვს
სევდას სქესი აქვს.მე შევიყვარე შენი ქალური,შენი მარად პირველყოფილიდა ნამდვილი სევდა სევდისა;ვით მარგალიტი ნიჟარაში,ვით კატა მზეში,ვით სხვა სულ სხვაში -სადაც ნებივრობ.მე შევიყვარე... და მაპატიე,მაგრამ როცა მიატან ზღუდეს,განცალკევების ზღუდეს უცილოსდა გსურს გაენდოკაცობრიობის მაცოცხლებელ სევდას კაცისას -უსუსური ხარ და სასაცილო.მიუღწეველში და ერთადერთში,მოუხელთებელ მონატრების სევდაში დარჩი,დე მარტოდ-მარტო.სიყვარული ხომ საერთოა.