↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი გარეცხილი პერანგით

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
შენი გარეცხილი პერანგით,ცივი, თოვლისფერი ჰაერით,ჯერ რომ ვერ ასულა ვერავინ,მგონი, იმ გორაზე აველი.
გული ძიგძიგებდა სხვა ძალით,სუნთქვა მიხაროდა ზამთრისა,ვთქვი დღეს იმგვარია, რაც არის,ცეცხლი გადაბუგავს ნატვრისა.
გული, სიყვარულს რომ შეფერის,ანდა სიხარულს რომ შემარგებს,თბილი იმედებით შეკერილსხვა წლის სხვა იისფერ პერანგებს.
ახალ საკისურს და სახელურს,სხვა დღის გაზეთებში გახვეულს,ჩემი კისრისა და მაჯებისოფლი გამიმუქებს მრავალჯერ.
მაგრამ თვალები სხვას ხედავენ, _დრო ხომ ავია და ვერაგი,თავს ვინ მოიწონებს ნეტავიშენი გარეცხილი პერანგით?
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი