↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალო! ღმერთო!

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)

2026-07-181 წთ საკითხავი778 ნახვა

—
ვედრებაუამრავი და-ძმა სისხლით ერთობა,თელავს დედის ჩამოგლეჯილ საყელოს,წამიყვანე და მიშველე, ღმერთო,წამიყვანე უცხო და უსახელო.დინოზავრებს შორის უხმლოს, უფაროს,მზრდიდა ცეცხლი და ოცნება _ გადია.გაჩენიდან მამას ვეძებ, უფალო,სამყაროში კვლავ მატრიარქატია.ო, მარადი ობოლი ვარ, ღმერთო,მაზიარე უკვდავების მაგიას.წამიყვანე _ ისევ სხვას შეერთო,ისევ ვნება მანაცვალა გეამ.რომ ცოცხალი მამის ჭირისუფალიყოფნის მტვერს და ტრიალს გავერიყო.იქნებ შენ ხარ, თუ არადა, უფალო,დაე, შენი შვილობილი ვიყო...

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი