↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიღაბი

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)

2026-07-181 წთ საკითხავი824 ნახვა

—
უღრანები ღამურებით იღამებსდა მთვარეა ცაზე, როგორც ევა.ვერ ვიშოვე უკეთესი ნიღაბიდა ამ ბრბოში მაწანწალას ვგევარ.იმ ხეების იდაყვებზე ტოტებისგანიძარცვა ქარიშხალთან დავა.ძველი სულის უძველესი გოდებით,ნათხოვარი სხეულივით დავალ.და აწყდება დავიწყება მგოსნებს _(მოელვარე ვიტრინები ნახეს)აედევნა სალუქ მანდილოსნებსნამთვრალევი მათხოვარის სახე.საკუთარი ანარეკლიც მიცილებსდა არ იცის ნიღბის მიღმა მე ვარ.ვერ ვისწავლე უკეთესი სიცილი _ახირებულ კომედიანტს ვგევარ.ჭიქის ფსკერით ვიყურები ცისკენ,ირონიით ბრბო ერთობა ერთობ,და მივიწევ თვითმკვლელობით მისკენ,რად დამცინი, რად დამცინი, ღმერთო...

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი