პოეზია · ლირიკა
*** "შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე"
შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე,შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან,და ახლაც იმ სხვებს წაყოლილ ქალებსშენი ცხოვრების ქალები ჰქვია.შენ გიშორებდნენ ყოველთვის ადრე,შენ იშორებდი ყოველთვის გვიან;სხვების დაცვენილ ნიღბებს და ჩადრებსშენი ცხოვრების დღეები ჰქვია.შენ გიმეტებდნენ ყოველთვის მალე,შენ იმეტებდი ყოველთვის გვიან;მეგობრებს, მტრებს და სიკეთის ალებსშენი ცხოვრების მიზეზი ჰქვია.შენ ერთნაირად სწამდი სიმაღლეს,ლექსებს და სიზმრებს, ფერდობებს ქვიანს;ხომ იყვარებდი ყოველთვის მალე,რად შეგიყვარეს ყველაზე გვიან.