↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვა

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)

2026-07-181 წთ საკითხავი755 ნახვა

—
იწყევლებიან მკვდარი წამები!არ არწმუნებენ შეშლილ წამებას:მოხვალ _ არავის არ ენანები,მიხვალ _ არავინ არ გენანება.იქუფრებიან მკრთალი ფიქრებიდა ფიქრთსაცავის დუმილი დნება;გახსოვს, გეგონა, რომ არ იქნები _აღარაფერი აღარ იქნება.თეთრი ბურუსი რომ აინთება,გადაისხმება ჭურჭლიდან ლექსი,და ობელისკი ფერფლის იდგება,ასე ამაყად სადაც იდექი.ასე უწყალოდ რისთვის ეწამე,ან რა საჭირო იყო წამება:მოხველ _ არავის არ დაენანე,წახვალ _ არავინ დაგენანება.

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი