↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მას სიკვდილის დროს ეჩვენებოდა,რომ სული, ხორცით განშორებული,ცისა ლაჟვარდში დასრიალობდა,სადაც შუქს ჰფენდა ვარსკვლავთ კრებულიდა გადაცურდა უსაზღვრობაშითავისუფალი, ფრთამოელვარე,და დავიწყების წმინდა უფსკრულშიგადადნა ზრუნვა და ფიქრი მწარე...და ღიმილს ჰგვრიდა მას ქვეყნიურიყოველი ტრფობა, ყოველი ვნება,რა უქმად სჩანდენ ყოფნის დღეები,რა ფუჭი იყო კაცთა დიდება.აქ არ სუფევდა კაცთ სიხარული,არც კაცთა ვრცელი ტანჯვა-წვალება,და სიკვდილის დროს გაჰქრა ყოველგვარგამოცანათა იდუმალება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი