↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მასთან არიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
საღამოს ნისლი შემხუთველადთბილისს ფარავდა,როცა გაისმა ჰანგი ხმათაგულშემზარავთა.
ის ატივტივდა მიწყნარებულჰაერში გაბმით,აყვირდნენ შემდეგ საყვირები,გრძნეული ამბით.
კაცი შეჩერდა. მოიხადამწუხარედ ქუდი.ბნელ, უმოძრაო ამოხედვითშეჩერდა წუთი.
იხედება წინ... რა დიდიატკივილი გულის!რა რიგად ღრმაა მწუხარებახალხის ერთგულის!..
და გუგუნებდნენ, გუგუნებდნენკვლავ საყვირები,ჰაერს ერთვოდა გულისცემაგანახშირები.
გულს რაღაც სწურავს, მძიმე ცრემლითვალს მოაჯერდა.თვით ის, მარადის მიმავალი,თვით დრო გაჩერდა.
მოულოდნელად, ოჰ, რა ძალა,რა გული ჩაჰქრა!მან თქვა თავისი მოწოდება,მან ცეცხლი გაჰკრა.
აწ იგი, ვისაც დაღლისათვისდრო არა ჰქონდა,გადაიღალა და გაჩუმდა...მხარე დაღონდა.
არ დანებდება მაინც იგიღრმა მწუხარებას,ვინც არ ჩვეულა ამნაირ დროსგულხელდაკრეფას.
დიდი ლენინის აზროვნებისსინათლე მიწასმიაღწევინებს სასურველს დაბედნიერ მიზანს.
სტალინის ფიცი მისი მტკიცესაწინდარია -თავდადებულნი სამშობლოსთვისმასთან არიან.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი