↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალო!

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)

2026-07-181 წთ საკითხავი755 ნახვა

—
მიათრევს ღამე სიზმრების გროვას,მიათრევს, როგორც საკუთარ ჯვარცმას,უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,უფალო! როგორ გაბედა კაცმა.უფალო! თურმე არავის თენთავსსიფითრე მთვარის თბილი ქარისი,და როგორ უნდა მოვიდნენ შენთან,როცა არავინ არ არის ღირსი.და როცა სულთა ციურ ნამქერშიტრიალებს ცეცხლი, ილევა კვალი _სიცოცხლის სხვაგვარ ფორმათა ფერშისიკვდილი დადის მთვარემავალით.როდემდე, როგორც სიზმრების გროვა,ათრიოს ღამემ, მძიმეა ჯვარცმა.უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,თუ თავი უნდა მოიკლას კაცმა!?

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი