↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ზედმეტი ძალით განაწვალები"

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)

2026-07-181 წთ საკითხავი754 ნახვა

—
ზედმეტი ძალით განაწვალებისოლომონივით დიდხანს გედავე,და მღალატობენ ისე თვალები,თითქოს საკუთარ სიკვდილს ხედავენ.ზედმეტი სისხლით განახელებიიაკობივით დაგეჭიდავე.და მღალატობენ ისე ხელები,თითქოს საკუთარ კუბოს ჭედავენ.ზედმეტი ცეცხლით განახურებიპრომეთესავით კლდემ მიმისვენა,და მღალატობენ ისე ყურები,თითქოს საკუთარ წირვას ისმენენ.კმარა! იხილე ხმა მომხმობელი,ღმერთო, დალოცე, შენი ნერგია,ამა სოფელის დამამხობელიდა აღმდგენელი _ ეს ენერგია.

მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი