პოეზია · ლირიკა
* * * თავი დაიხრჩო სიმხიარულემ
თავი დაიხრჩო სიმხიარულემჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,როცა შევნიშნე, რომ დაფარულადშენი ღიმილი სხვას შესთავაზე.ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებსდა სურვილები მძლავრად მერევა...მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევსშენს თავს და შენთან ბედნიერებას?მრავალ სიმებით გადამეხლართეთერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...და როცა სხვასთან ღამეს გაათევ,მიცქერ ნაცემი ძაღლის თვალებით.ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებსდა მაგონდება დრო შორეული,ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს,და მიცქეროდი წყალმორეული.მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა,მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდაეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.
გახსოვს, ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,ზღვაზე ვფიქრობდით მაშინ ნაკლებად,ჩვენ ავდიოდით მთების სერამდედაუზარებლად...ტყის ასაკლებად...გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდაჰაერში იდგა სუნი საკმევლის,ხავსი, კარავი, ტყის ნოტიო და...ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.ვგზავნიდი ლექსებს და ამანათებსდღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებითდა ვიტანჯები, რომ მომანათებნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.