↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ირინოლა

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3044 ნახვა

—
ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთშიდაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს
მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე,რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს.
მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს,ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.
გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებთ ტკივილებს,ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.
მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა,პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა.
აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...
პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს,ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.
აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი...
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი