პოეზია · ლირიკა
მარტი
მარტი გამოგვეცალა,მშვენიერი მარტი,მშვენიერი, რომ ვამბობ –ვით აჭრილი კარტი.
ისე ფერად-ფერადი,ისე მოულოდნელიდა შიგნიდან მღერადი,და შიგნიდან როდენი,
მარტი გამოგვეცალა,მშვენიერი მარტი,მარტი – მარტო პოეტის,მარტი – მარტო მხატვრის.