↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბატონი პის ჭოგრიტი სიკვდილის საჭვრეტად და სხვა

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2936 ნახვა

—
თვალზე სხვა სოფლის წყალი წავისვით,რახან გამხმარი ცრემლები გვჩხვლეტდნენდა უსიზმრობა გვაწუხებდა.ჰოი, უდაბურო ზაფხულო,ცრუდ მომაკვდავი აგვისტოსთვის ხვატით -გზებზე თითქოს ბოლოჯერ რომ ამოახველა,აქ ისევ ძაღლი ყეფს და ისევ ქარავანი მიდის,გაქუცული აქლემები მძინარ უდაბნოსჩლიქით ოქროს ქვიშას პარავენ დანაკვალევში უცხო ჰაერს თესავენ...ძაღლი ყეფს, მიდის ქარავანი.
ჩვენ სხვა სოფლის წყალი წავისვითდა სიზმრები დაგვიბრუნდნენდა სიზმრები გვაღვიძებენდა ღამითაც ვუმზერთ უდაბნოსდა ვხედავთ, რომ ხანდახანძაღლი არ ყეფს.ძაღლი ყმუის.ქარავანი მიდის. აღზევანს.მარილზე გადის. გაღმა.მზის და მთვარის მზერის იქით მიექანება.
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი