პოეზია · ლირიკა
აგვისტოს ძლისპირი
ნა–გუ–ს
თოვს – ნიშნავს ღამეც ღამეს თეთრად ათენებსდა ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,იქ სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებსდა რომ ცერებეზე აიწია ნელ–ნელა მთები.თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებსდა ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახულიდა გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.
თოვს – ნიშნავს ახლა მძინავსდა სიზმრებს ვერ ვხედავ –ისე თოვს.