↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სკვანტილა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—

მურმან ლებანიძეს

მეც მოვესწარი დიდ გალაკტიონს,შინ, ჩემთან გოგლას ბევრჯერ ვესალმეთ,იმ ხმებს, სახეებს, სახელებს, იმ დროსთან დავატარებ სინათლესავით.როცა წავიდნენ, ბევრი დავობდა,ლექსი მოკვდაო, სიტყვა დაობლდა,ბევრსაც მოესმა ცისკრის ანანთირეკვა ლირიკის შენით, ანათი.ამ მიწას, ამ წლებს ნამეწყრ-ნაწვალებს,თავის ფესვ-ფოთლით და მხვნელ-მთესველით,ამ გამოგვალულ გულთ მოსარწყავადკვლავ მოუხდება თქვენი ლექსები.
1998
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი