პოეზია · ლირიკა
Status quo ante bellum…*
უწინდელ სტატუსს დაჰკარგავენ პლანეტები...როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან-დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...
სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგებიეთხოვებიან კეთოლშობილ რეპუტაციას,დე იყოს რწფელი სახება და სახელი მათი...
პირვანდელ იერს დაჰკარგავენ ჩვენი სახლები,როცა ავახელთ სისხამ დილით თვალს განახლებულს,წაგვიკითხავენ უსასრულოდ ლოცვას ქარხნები,დე იყოს წმინდა და ნეტარი გუ_გუ_ნი მათი...
ზომას და მანძილს განკარგავენ მტვრიანი გზები,როგორც თევზები ქალწულობას დასთმობენ ზღვაში_დიდების ზღვარზე ჩამოშლიან ტალღები ჯებირსდე იყოს ლაღი და მძვინვარე გალობა მათი...
ამა_ღამ, თბილისიდან _ ჯა-ლა-ლა-ბადამდე!ამა_ღამ, ბაღ-და-დი-დან _ თბილისამდე!ჯორჯ დაბლუ ბუშის გამზირის გავლით_კარგავენ სტატუსს გან-წირული ჯარისკაცები,დე იყოს მშვიდი და ნეტარი სახელი მათი...