პოეზია · ლირიკა
მე ვარ ვენახი
მე ვარ ვენახი!ყური დამიგდე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებმჩატე სხეულზე,ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,ყურძნის ტევრი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული.კარგად შემხედე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ზვრები გავცურე, რომდამედგა თავზე გვირგვინი.სტროფებს ვაფეთქებ, როგორცნაღმექბს ვისვრი ხელაღმა!არ სცდება მიზანსცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.ყური დამიგდე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებმჩატე სხეულზე.სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი _ყურძნის ღმერთი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული...