↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარსვა

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7589 ნახვა

—
საკუთარ სახეს სარკეშინუ გეშინია:მე ვერასდროს ამოვიცნობჩემს სახეს შენში.
სისხლის წვეთი,საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,ნუ გეშინია.
ნუ გეშინია:მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ
ზედაპირსდა ვერც აქეთ გამოგიხმობ;ვერც მეხსომები.
მე არასოდეს არ შევიმჩნევ შენს შეცდომებს -ვიდრე ღიმილს ამაყოლებ, ჯერ რომ იბნევი.
ნუ გეშინია:მე და შენ ერთად არ დავბერდებით..

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი