↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოთახის ფიქრი

რატიანი ზვიად

2026-07-182 წთ საკითხავი7576 ნახვა

—
1.არ გიფიქრია, როგორ ისწავლესუტყვმა კედლებმა შენზე ტირილი.არ გიფიქრია, როგორ დატოვესძველი სიზმრები ჩემმა თვალებმადა როგორ შევრჩი მე უშენობას,როგორც დეკემბერს ხმელი ფოთოლი.
არ გიფიქრია, ღამის ოცნებამროგორ დახატა ჩემი ნიღაბიდა შემოდგომის გლუვ სიყვითლეებსროგორ მიუგდო მისი სიჩუმე.
არ გიფიქრია...შენ ჩემგან მხოლოდდასრულებულ გრძნობას ითხოვდი,შენ მზა სიყვარულს სწოვდი ჩემს ძარღვებსდა არაფერზე, არაფერზე არ გიფიქრია!
და მეც მომქონდა შენთან ღიმილი –ჩემი სახის სახეს რომ შერჩა –ძველისძველი, შეუცნობი გაზაფხულიდან.
და მე ვმალავდი შენთან ჩემს თვალებსდა ჩემს თვალებთანშენი ტუჩების გაშიშვლებულ ვნებას ვმალავდი.
სისხლი იწოვდა შენს სხეულს, სიტყვებს...მე ვერ გხედავდი,ბრმა ვიყავი და ვერ გხედავდი!
შენ უსახსოვრე ჩემს სიყვარულს ეს სიმარტოვე,შენ გაიყინე ჩემს ძარღვებში გამთენიისას,პირველად მხოლოდ შენ ტიროდი ჩემს გადარჩენასდა შენ გიყვარდი...
მე კი ვერცერთი შენი ნატვრა ვერ ავასრულე,შენს ნაწვიმარ თმებს შევახოცე ჩემი ოცნებადა წავედი უახლოეს უშენობაში –იქ, სადაც ჩემი სიმარტოვე უკვე მელოდა...და ჩემს კეფაზე დიდხანს ლღვებოდაშენი მზერის ბასრი ნამსხვრევი...
2.ჩემი ოთახი:სიმარტოვეში გარჩენილიჩემი წილი ცრემლი და ფიქრი.ფიქრი – რომ მხოლოდ ფიქრში ხარ მარტო!
ქუჩა ჩემს მინებსკენჭებივით ესვრის ხმაურს,მე მენატრები!
შენი ნაჩუქარი საღამოებისურათებივით ჰკიდია კედელზე.
ნელი ოცნების მღვრიე ტალღებმაჩემს ნაპირზე გამორიყეს შენი სხეული.როგორც მაესტრო თეთრ კლავიშებზე –შენს სველ მკლავებზე ვაწყობ თითებსდა გეფერები... წყდება ოცნება!
ხოლო ფიქრსა და ოცნებას შორისისევ იწყება გაგიჟება.ისევ მოდიხარ,ოღონდ მოყვები არა ტალღას,არამედ ქარს!ეს აღარაა მშვიდი ოცნება,ეს ხდება ფიქრსა და ოცნებას შორისდა აქ იწყება სასოწარკვეთა:
გააფთრებით შენ ჩემს სულს ჰკოცნი...მე ვიტანჯები!და ჩემს სახეზე თითებით ვეძებ საკუთარ თვალებს,ვეღარ ვპოულობ!და შენ კი ისევ ჰკოცნი ჩემს სულს.და მე ვეცემი...
გ ე ყ ო ფ ა!!!
შენ უსახსოვრე ჩემს სიყვარულს ეს გაგიჟებადა შენ გიყვარდი...
3.მე ახლა მშვიდად ვათვალიერებ ჩემს სიმარტოვეს,სადაც უშენობაერთი პატარა კუნჭულია დიდ სასახლეშიდა ეს კუნჭულიამ სასახლის საიდუმლო გასასვლელია!..
გამოფენა სხვაგან უნდა გადაიტანონდა შენს ნაჩუქარ საღამოებსუხმაუროდ ხსნიან კედლიდან.
მე კი ვწევარ ახლა მიწაზედა ცას შევყურებ,როგორც გიგანტურ გილიოტინას.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი