↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესა

რთველიაშვილი ზურაბ

2010-08-121 წთ საკითხავი2015 ნახვა

—
ყური დაუგდეთ გასტრონომის ალი-ლუ-იას,ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -ვინც წებოვანი ვაგინის ქვეშ დადო კისერი,ვინც ყველის დახლთან დაიოთხა სამყაროს დედა.
ყური დაუგდეთ ტავერნების ალი-ლუ-იას!ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებითდა სიგიჟემდე გადაღლილებს ეს უნდა გვეთქვა.
ყური დაუგდეთ პანელების ალი-ლუ-იას!უძლური ტემბრით ჩურჩულებენ მშიერი ხმები -ცეცხლოვან ხმლებით მონათლული ჩვენი თაობაკვლავ შეასრულებს თავის მესას უფალო შენთვის.....
რთველიაშვილი ზურაბ

რთველიაშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი