↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწუხარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
სიცოცხლით სავსეს, ოცნებაში მყოფს,ის თავისთავად შემომეპარა,მე განთიადის სხივებს ველოდი,მზეს კი ღრუბელი გადაეფარა.მე მსურდა გრძნობით დავწაფებოდისიცოცხლის წყაროს, ტრფობით აღბეჭდილს...ახ... არ ვიცოდი, თუ საწამლავინორჩ კუკურშივე ჩაჰკლავდა ყვავილს!როცა სიცოცხლე ძალას მაძლევდადა სამოქმედოდ მიწვევდა მარად,რას ვიფიქრებდი, თუ მოგონებაცგადმექცეოდა ტანჯვად და შხამად?ნაზ ქსელში გაბმულს, ოცნებაში მყოფს,ის თავისთავად შემომეპარა,დაჰქროლა რისხვით ქარმა სასტიკმადა გაზაფხული თვალს მიეფარა.
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი