პოეზია · ლირიკა
მკვდარი კაცი
მკვდარი კაცი არ დაგაცლის სიცილს,მკვდარი კაცი გაგიფანტავს ძილს.ცივი ხელით, როგორც სიზმარს,კანს გაგაცლის -ცვილის მონა, ჯარისკაცი ცვლის.
მკვდარი კაცი არ დაგიწყებს ლაციცს,აწევს მაღლა გაქვავებულ თითს,ცაზე მთვარეს შემოხაზავს ცარცით -საკუთარი სხეულივით ცივს.
ცაში ცქერას არ დაგაცლის კაცი,ვისაც ხელში უკავია ცელი,მას აცვია მოსასხამი მკაცრი,მან მოუშვა საოცარი წვერი.
ის ცხელ კვალზე გააციებს კოცონს -სწრაფად ჰკოცნის უსიცოცხლო ხელებს,მას ცხედრების მდუმარება მოსწონს -ის ამხნევებს სარკოფაგის მცველებს!
მკვდარი კაცი დაემსგავსა არწივს,მკვდარი კაცი გაგვიფანტავს ძილს -ცივი ხელით, როგორც სიზმარს,კანს გაგაცლის -ცვილის მონა - ჯარისკაცი ცვლის...