↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზად ვარ გისმინო და გემსახურო

ჭილაძე ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი40771 ნახვა

—
მზად ვარ გისმინო და გემსახურო.ქარში იშლება დეკემბრის თოვლიდა მღერის შენი მძიმე საყურე,გაბრუებული დეკემბრის თოვლით.
(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებსდა სარკეებში ნასწავლ სიარულს).
სარკმელში ისევ თოვლი ირევადა ჰყვება თავის უბრალო ამბავს.და სკამზე, როგორც ნანადირევი,ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი