↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მდინარე

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24058 ნახვა

—
1დაუსრულებლად მოდიხარ ისედა თუკი რამე შემოგხვდა გზაზე,ანგრევ და მიგაქვს, ქვიშად ქცეული,ვით საკუთრება შენი სხეულის,გიჟის ფიქრივით თამამს და ძლიერს,თან მიგაქვს ისიც... და გვიცვლი იერსშენი სურვილის მორჩილ ნაპირებს.და შებრძოლება თუ დავაპირეთ,ჩვენც ქვიშად გვაქცევ...2ტყუილად ფიქრობთ,ასე ცხოვრება მომწონდეს თითქოს.ყელი სავსე მაქვს ხრეშით და შლამით,წამი რა არის, არც ერთი წამითარ ჩამიმუხლავს, რომ ჩემი ფსკერი,კაცის სულივით ვრცელი და ჭრელი,საბადო ცრემლის, ქვის და ყინულის,ბუდე ცოდვილის და განწირულის,მარადიული სახლი სიბნელისდა ოფელიას ბოლო სიმღერისსტალაქტიდები არ დავინახო.1967წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი