↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქრისტე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი,მე არ მრწამდა ამ ბრძოლაში გაკითხვა და ცოდვა-ბრალი.და სადაც კი ხელჩართული მწვავდებოდა კაცთა ომი,როგორც ლომი, მე ვიბრძოდი, ცეცხლისა და სისხლის მდომი.ყვავილოვან სიყმაწვილის რომ დამიჭკნა ია-ვარდი,მე მწყუროდა სისხლის ღვრაში ჩამენთხია გულის დარდი.მაგრამ ერთხელ, როცა ველად მე გარს მერტყა მტერთა ჯარი,მწარე კვნესა შემომესმა, გულის სიღრმით ამომსკდარი.დაჭრილი და ძალმიხდილი ბრძოლის ველზე ეგდო მტერი,სისხლი სჩქეფდა და ერთოდა მტვერში სისხლი, სისხლში მტვერი.და რა უნდა მომხდარიყო, რომ მომეკლა ეგ მტარვალი?მე ავთრთოლდი, ავკანკალდი და ვიშიშვლე სწრაფად ხმალი.მაგრამ ამ დროს, ქრისტევ, ქრისტევ, წინ დამიდგა შენი ჩრდილი,მზის სხივივით ანთებული და ჩრდილივით მოწყენილი.და ეგ სახე, შენი სახე, სახე მშვიდი, სახე მტკბარი,სათნოება-მწუხარებით მიცქეროდა განამწარი.საყვედურით მიცქეროდენ მე თვალები მწველი შენიდა მკითხავდენ, თუ რათა ვკლავ, ან მკვლელად რად შევიქენი?შეიბოჭა ჩემი ლტოლვა, განადგურდა ფიქრი ლაღი,ძირს დავუშვი სწრაფად ხელი და დავყარე იარაღი.მივატოვე ბრძოლის ველი, გადვიარე ტყე და მთები...და მას შემდეგ მოღალატეს მეძახიან მეგობრები.
ქ. ქუთაისი1914 წლის მარტი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი