↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გათავდა! დამთავრდა! დასრულდა!

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7055 ნახვა

—
გათავდა! დამთავრდა! დასრულდა!ავქალო - გავხდები მეც ავი!რა მექნა - არაფრით არ მსურდა,მეკოცნე - უბრალოდ მეძავიარყოფილ გალავანს ვუარე.საჭვრეტელს შლეგივით ვეძებდი.იქნება - გეფიქრა უარი,ან - სიძვას უნდოდა რეცეპტი?!რა მრჯიდა, მიწას რომ მოვცილდი,ვარსკვლავი ვარდივით მოვწყვიტე...და ისე სათუთად გკოცნიდი,თითქოსდა პირველად გკოცნიდნენ! -ვიდრე არ აქუხდა კლავიში,ბანგიან ჰანგების მლეწავი,და ლოცვით გამოწვდილ მკლავებშიარ შემრჩი - უბრალოდ მეძავი!ჯანდაბას ურვა და ჩივილი!დე, ყველა მახვილმა გამიჭრას!მეყო, რაც საკუთარ შვილივითვეფერე ტრფიალის ნაბიჭვარს!და აჰა - შენთვისაც მადლია,ტკივილი ლაგამად გამოხრა -გაფურთხო, გიკურთხო, გათრიო -სასჯელად და გულის საოხად!მერე კი: შევკაზმო იორღა,გზა-შარა ქამრებად მოვიკრა,დაძენძილ მანძილებს ვდიო და...თავი უშენობით მოვიკლა.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი