პოეზია · ლირიკა
განცხადება
(გაცნობა-დაოჯახების კლუბის1996 წლის არქივიდან)
რაკი უკვე წელიწადი ოცდა კიდევ რამდენიმეშემისრულდა _ შევიქენი ესე იგი მოწიფული,ავწონე და დავწონე და ვანდე ბედსდა ვანდე იმედსესე ჩემი განცხადება _ ცხელი გულის მოციქული:
მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდანვეღარ ვიტან მარტოობას _მარტოობას ვინ აიტანს! _რანიდან თუ შირვანიდან, ვანიდან თუ ჟინვალიდანცოლად მომყავს: ზია-ხანუმ, ხანუმა ან ზინაიდა!
ტანად _ ალვა, ბაგე_ბანგი,თვალებ _ გიშერკუპრიანი,სინაზის და სილამაზის სათავე და სათაური...მაგრამ, ჯერ ის მოგახსენოთ,მგონი, იყოს უპრიანი _თვით ავტორი ამ უსტარის ვინ არის და სადაური.
გარეგნობა? _ძირითადად უცხო ფერის თვალს უქებენ,შვენიერი ჰასაკითა, ისე როგორც _ ასაკითა...მოკლედ, თუკი მიხედავენ _ცოტას თუ მოასუქებენ,გამოდგება ისტორიულ ისტანბულში გასაყიდად.
თორემ ისე გამომხმარა, მიმიქარავს საქსაული,დაიფშვნება, ხორშაკმა რომდაუბეროს გამეტებით;თორემ ისე დაბანცალებს, როგრც არააქაური,ანდა კიდევ უარესი _როგორც უცხოპლანეტელი.
დაბანცალებს შორეულისამშობლოდან მოკვეთილი,თითქოს ფეხებს უჭინჭრავდესდედამიწის მწვანე წინდა;ხსოვნის ხავსებს ეჭიდებაწყალწაღებულ პოეტივითდა მოკვეთას ელის კიდევუფრო უცხო პლანეტიდან.
ნოსტალგიურ ზმანებებთანსასმისების კოტრიალი,სცადეს კიდეც, აღეკვეთათ,უცნაური ტოლუმბაშის;სთქვეს, თუ: "მიწას შევარიგოთ"და უთვალავფოთლიანიმიუბოძეს ტალავარი,რომელს ჰქვიან "კომუფლაჟი".
კვლა სთქვეს: "ესეც არა კმარა,დაგვემსგავსოს, დაე, უფრო:თავად თუმცა მხოლოდ ლერწმისდაკენკილი ღერო ნებავს,შიგადაშიგ თოფი მივცეთ _იწურთოს და დაეუფლოსმოკვდინების უძველეს და უზენაეს ხელოვნებას!"
ვინ გაბედოს, ავი სიტყვაპირში კვამლად შეგაბოლოს,როცა ბრძოლის ველისა თუ იალაღის გქვია ლაღი!ეგ კი არა, თუ სადმეა და ვენდობით ენა-ბოროტს,მარაგში აქვს თვითმკვლელობისატომური იარაღი!
მერე რა, რომ იარაღი ესე ავად იარაღობს,მერე რა, რომ ომის პუტვადარც კი უღირს ყოფის ჩიტი _
იქნებ, ნაქებ სააქაოს ზედ სიფათზეც მიანაყოს,მეათასედ ჩაქნეული ხელი თუკი მოისყიდის.
მერე რა, რომ ზეზეულად ხმება,როგორც ხე-ტიალიდა ყვავილი, გაუშლელი, ძირს ჩამოდისთითო-თითოდ,მას კი ნეხვში ფესვის გადგმასუგზოდ უჯობს ხეტიალიდა სიყვარულს ისე ეძებს,დაეკარგოს ვითომ თვითონ;
მერე რა, რომ მთვარის ვარდისარომატი არ ეთმობა;ცას ირეკლავს თვალთა ოდნავ ალმაცერი იაგანი...და თვალებზე გამახსენდა შენაპირი გარეგნობა,მოგითვალეთ ნაცვლად რომლისშვენებანი შინაგანი.
გამახსენდა: განცხადება ასე სულ არ იწერება:ვის ადარდებს, თვალები გაქვს ბრიალათუ მინაბული?ქერა ხარ თუ _ შავგვრემანი,უწვერო თუ _ თხის წვერება _შენი ბედის გრაფებია:"სამსახური", "ბინა", "ფული"!
მაგრამ როგორ გავამხილო:რითმის ისრებს, თავდათეთქვილს,ძლივს პოულობს, ძლივს ეწევადაფლეთილი კაპარჭიდან;რისი განძი, რისი უნჯი, რისი ლარი ანდა თეთრი!ფული ჰქონდეს _ ამ უსტარის გასალექსადრა გარჯიდა! _
თხასავით რომ გაკრეჭილათუ ცხვარივით გაპარსულა(ცას შესჩივის სიგარეტის თბილი ბოლი _ბოლო ლარი)და წერს: "ამა გალექსილიგანცხადების საფასურადაჰა ამა გალექსილი განცხადების ჰონორარი"!
სვამს, ეწევა, როგორც მიხვდით,ნერვიულობს შიგადაშიგდა ხანდახან გაიხედავსმკერდმაღალი ქალისკენაც;გულში მზერაც გარჩენია, გატეხილიშიგ ვადაში _ვინ ჩატოვა, რად ჩატოვა _ ვერა და ვერ გაიხსენა.
... მაგრამ, მგონი, კიდევ ერთხელდავარღვიე ეტიკეტი;მგონი, კიდეც გავაცალე პოეზიის ულაყს ღდინი...ეს _ მესამე ჩემი ცოდვით სავსე პირმა მეტისმეტიმაქნევინა და გამხადა არიფივით გულახდილი.
თორემ თავის, საკუთარის, უხერხული არი ქება.ისეც ხვდებით _ ოჩან-ბედისქეჩოზე ვარ შეფრენილი...და სჯობს, მხოლოდ შეგახსენოთწმიდა ესე გარიგებალოთიანი, რეტიანი, რეპიანი რეფრენივით:
მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდანვეღარ ვიტან მარტოობას _მარტოობას ვინ აიტანს! _რანიდან თუ შირვანიდან,გალიდან თუ ცხინვალიდანცოლი მომყავს _ ზია-ხანუმ,ხანუმა ან ზინაიდა...