↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეისრე

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3061 ნახვა

—
ალექსანდრეს
და წვიმის შემდეგატალახებულ მინებთან ვდგავარ,მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებსამ ქვეყნის შესახებ -გასწვრივ მდგომებზე.უსასრულო ხაზებად მდგომთა შესახებ.ფოთლებივით მშვიდთა და ბედთან შეგუებულთა.ხსოვნის ყველა უჯრედზე,რომელმაც შემომინახა განცდა და შიშითვალებში ცქერის,გმირების გზას რომ დავადექით დამივედით ყველაზე ახლოსგახშირებული სუნთქვის მოსასმენად.სიცივის ოხშივართანდა განწირულობის მხურვალებასთან.ერთად ჩავხედეთ თვალებშითვალებაკრულსა და უთვალებოს.დედა კუთხეში ჩაჩოქილი მივატოვეთ -ეს თაიგულია დედაშენი,ეს გულსაცავი დაგულისფეთქვის გადანაწილება.მე კი მეისრე,უნდა გიჩვენოთ უსაფრთხო გზები.ბჟუტავი სინათლე დადილის ძილის მეზღაპრე,რომელსაც თავზე ადევს გადაშლილიყველა შენი თვალღია შიში,როგორც აღსაკვეცს წმინდა წერილი.და წვიმის შემდეგატალახებულ მინებთან ვდგავარ,შორს ჩამქრალი მოჩანს გუმბათები,მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებსამ ქვეყნის შესახებ -რომ მე როცა დავიბადე,ბებიჩემის დედა, ალექსანდრაიმ დღეს გარდაცვლილა.
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი