↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც არის და რაც არ არის ჭეშმარიტება

კაკაბაძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი3061 ნახვა

—
(აპოკრიფი)ხელისგულებზე დამესერა კლაკნილი გზები,საღამოობით მაწუხებენ,რასაც სიცოცხლის დასრულებისას შემახსენებენ,ჩვენი ცხოვრების ბილიკების სიტყვები კიმხოლოდ წუხილს გამოხატავს,დაკარგული აქვთ გრძნობა სხეულზე პილიგრიმთა სიარულისადა სველი სიმწვანისფერი.ეს ცხოვრებაც შეგუების მეტი არაფერიადა ვის უნახავს წიწილა უკან ბრუნდებოდეს კვერცხის ნაჭუჭში.სიტყვებიც უნდა მოირგო _საათის ისრებივით მოსიარულედა მაჩვენებელი ძირითადი აქცენტებისა.ძაღლის თავს მე ჩემში ვმარხავ,ხოლო როცა მომსდევენ ქუჩის ძაღლები, ცოფით შეშლილნი,მე ჯვარსა ვსახავ _თითქოს, ღმერთში იყოს საშველი. . .
ხელისგულებზე დამესერა კლაკნილი გზები,ჩემს თავს ვაჯერებ, რომ ბავშვი აღარ ვარდა რომ ყოველ წამს შეუძლიათ ფეხებით დამკიდონ,რომ ტკივილი მაშინებსდა არა სიკვდილი! . .გაჩვევდით ჩემს შორს დგომასდა თქვენგან შორს ფიქრსაც,გულისცემასაც ჩემშივე ვკლავდი _გულს, ჩემსას, დაბრმავებულს მშვენიერებით.რისი უფლებაც მივეცი ჩემს თავს,მეორე დღესვე თქვენს თვალებში ამოვიკითხე.და ჩემში ცხოვრობს ერთი ღმერთი,ასი თვითმკვლელი _დავსერე სისხლით სავალი გზები,სასწაულს დავარქვი დამთხვევა,გავიფანტე სურეალისტურ სივრცესა და პეიზაჟებშიდა ვისთან მიდიხარ ირაკლი კაკაბაძევ,საით მიემართები? . .
კაკაბაძე ირაკლი

კაკაბაძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი