პოეზია · ლირიკა
ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზე შუამთაში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
შუამთას ვნახე, - ალექსანდრე ჭავჭავაძისსაფლავზე კახელებს ხილი გაეფინათ.
ვნახე, პოეტო, შენი საფლავი,ზედ გაეფინათ ნობათის ხილი -კახეთის სიტკბო, ტუჩის მთაფლავი,ჩამოკრეფილი ოქროვან დილით.
შენც სიტკბო იყავ და მით განიშნესშენი ლექსების ღირებულება.გიყურებ შორით, სიტკბოს არ იმშვნევ,თუმც წინანდალი გებულბულება.
მწარ დროს სცხოვრობდი, ქვა გაკაფინეს,შავმა ვეშაპმა ჩაგასო კბილი;მაშინ რომ გაკლდა, მისთვის გაფინესდღეს, შენ საფლავზე, სალბუნად, ტკბილი...
1927