↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19198 ნახვა

—
ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი,რომის კედლებთან ურაგანი და დინამიტი.ცხელ რუსუდანის მესრისება მე სარეცელი,დაუბრუნებელ სივრცეების მაღრჩობს ამინდი.
ძველი სისხლები არის ჩემში დარეულები(კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები).თავზე მადგიან კვირეეები - მთვარეულებიდა პურპურივით მზე მეცემა დაუტევნელი.
რასის ჭრილობებს ტანზე ვითვლი, როგორც ყვავილებს.ქართლის თავადი და პარიზის დიდი ტრიბუნი.მიყვარს დროშები საქართველოს გამოყვანილი,მზე - ჩემი გვარის ლაშქრობაში გათეთრებული.
პოეზიაში, როგორც რუმბში ჩაყუდებული,ყველა წვენებში, ყველა შხამში სული ჩავაწე.არტÎურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული -მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე.
მე ვარ პოეტი, კვირეული ვარ ნიამორი,შეგვიანებულ ტრამვაების ყრუ „ნევერ მორით“.
1921
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი