პოეზია · ლირიკა
სხვა ყველაფერი დროებითია!
თუ ბედი ერთხელ შენც გაგიღიმებს,შეგიმსუბუქებს ფიქრებს ტვირთიანს,გულს სიამაყით ნუ გაიღვივებ _ყველა ღიმილი დროებითია!თუ მითითებით არიგებ ხოტბასდა შენი აზრი ფეხზე ჰკიდიათ_შენ სამუდამოდ დარჩები მონად,მიმთითებელი _ დროებითია!თუ შეეჯახე მეგობრის ღალატს _როცა ორიდან ერთი ფლიდია,მაგ ურწმუნობით მზეს ნუ შებღალავ,_ფლიდის ზეიმიც დროებითია!თუ შეიყვარე, თუ გააღმერთე,სხვა ყველაფერი შენთვის მითია, _თავს მომავალში ნუ გაიმეტებ,ეგ აღზევებაც დროებითია!თუ ამამაღლეს, თუ გამამართლესდა მზე თვალებში ცეცხლად მინთია,ნუ შეგშურდებათ ჩემი აღმართი,რადგან აღმართიც დროებითია!ნუ აარიდებ თავს ბედისწერას,როცა სიცოცხლის დღეებს გითვლიან,თუ ფეხის დადგმა შეჰბედე მწვერვალს,მაშინ სიკვდილიც დროებითია!