↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაგან რა იცის!

ხეთაგური მზია

2012-07-121 წთ საკითხავი863 ნახვა

—
მაგან რა იცის, ვინც დღეს შეგხარის,რომ ხელთ უპყრიხარ ჩემივ სურვილით,ბედმა კი არა, გვალვამ შეგყარათდა არ დაცხრება შენი წყურვილი!მაგან რა იცის, თუ რა უძილო,უმთვარო ღამეს ავიგეთ ქოხი,როგორ გვებრძოდნენ, რა სიძულვილითგვემუქრებოდნენ გაუთლელ ჯოხით!მაგან რა იცის მარტის ქარებისგულამოსკვნილი მოთქმა-გოდება,ქოხი უფანჯრო და უკარებორომ ქვეყნად არსად განმეორდება,და რომ არავინ იდგა ჩვენს გვერდით,რომ მოეშალა ცისკრის მანეჟი,რომ უნებურად ვიტვირთეთ ბედინავების, უცხო ოკეანეში,რომ ძველ სითბოს და ყელმოღერებასდღესაც დავეძებთ ხელისცეცებით,ადრე თუ გვიან _ სიკვდილის მერეხეზე ერთ ტოტად აღმოვცენდებით!პეპელას შვენის უხმო ფარფატი,იქვე ბზუილით თავს იკლავს ბუზი...მაგან რა იცის, რომ ამ ღალატისდა ერთგულების ნასუფრალს უზის!მაგან რა იცის! _ წლები გადროვე,ვერ მოგაშორე ეჭვის ხუნდები,რომ შენ კი არა, მე მიგატოვებდა მხოლოდ მკვდარი დაგიბრუნდები!

ხეთაგური მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი