↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვიდობით

ხეთაგური მზია

2012-07-121 წთ საკითხავი866 ნახვა

—
ჩემი სიზმრების ლიანდაგებზეაღარ დაჰქრიან შენი ბორბლები,გახსნილი კარი უკვე ჩავრაზე,საგულდაგულოდ გემშვიდობები.მშვიდობით... ბაგე სხვა ყველა სიტყვასდღეს დაუნდობლად ახშობს და ქოლავს,მშვიდობით, რადგან მე აღარ მიყვარსშენს მიდამოში ქარივით ქროლვა.მშვიდობით, რადგან ძველი ტკივილივერ დამიამე უცხო ნაღველით,და თუ ცდუნებას ვერ გაუძელი _მას ვერ დაარქვი ჩემი სახელი.მშვიდობით, რადგან შენი ტოტებიგახრიოკებულ სულში ვერ ჩრდილობს...მშვიდობით, რადგან თუ გაგონდები,ჩემთან ყოფნასაც უჩემოდ ცდილობ.მშვიდობით, რადგან ვერსად გიმუხთლედა მოგაგებე გული მიმნდობი,მშვიდობით, რადგან ვერ მოიღრუბლეჩემი წილი ცის უამინდობით.მშვიდობით, რადგან იქ მკლავდი სწორედ,სად ბედნიერად მიგაჩნდა თავი,მშვიდობით, რადგან ამღვრეულ მორევსვერ გადასცურავს ქაღალდის ნავი.მშვიდობით, რადგან დღესაც ვერ დათმობბუდეს, ჩემამდეც რომ ვერ დათმობდი...მშვიდობით, რადგან კვლავ ისე ვდარდობ,შენთან მოსვლამდე როგორც ვდარდობდი.რადგან ვერავის დაემშვიდობეჩემთან შეხვედრის წყურვილის გამო, _მშვიდობით, _ კვლავაც სიზმრად იომებ,მშვიდობით, რადგან სიმშვიდეს ლამობ.მშვიდობით... ვახშობ დანარჩენ სათქმელს,როგორც ცარიელ სიტყვების გროვას...მშვიდობით, რადგან მოვარდნილ ქარებსნაკრძალ მინდვრებში არ უყვართ ქროლვა!

ხეთაგური მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი