↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს"

ხეთაგური მზია

2012-07-121 წთ საკითხავი867 ნახვა

—
მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს,გაღვიძებას ჰგავს ეს ნატურმორტი.მე გამახსენდა უცხო ქალაქიფერადი წვიმით და სასტუმროთი.თვალები, როგორც ღია ბარათი,სვამდნენ ცრემლიან მრავალწერტილებს,იყო სიზმარი უმისამართოდა შუაღამე თავაწყვეტილი.ო, დამიბრუნე ფერი ზღაპრული,სიგიჟის როკვა, სხივი მირაჟის,მომესურვილა იმ გაზაფხულისის ათრთოლება, ის გარიჟრაჟი...მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს,გაღვიძებას ჰგავს ეს ნატურმორტი.მე მომენატრა უცხო ქალაქიფერადი წვიმით და სასტუმროთი.

ხეთაგური მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი