პოეზია · ლირიკა
მე შევიშალე
მე შევიშალე _როიალის კლავიატურასამოვაცალე საღი კბილები,სამგლოვიარო განცხადების სევდიან ხაზებსდაემსგავსნენგადარჩენილი შავი ბგერებიდა ჩინურმა პენტატონიკამგადაუარა ოთახის კედლებს.მე შევიშალე _კნუტის წილი რძე დავლიე მშვიდადდა მისი დედის _საბრალო კატისმკვლელ ბოროტ ბიჭებსშექების ნიშნად მაისის ბალი ჩამოვურიგე,ფაქიზი ხელით გამოკვეთილი წყვილი აქლემიშეშის მხერხავებს გადავუყარე,და ბურატინოს ჩამოვათალეღირსება მისი და სილამაზე _მთელ მსოფლიოში განთქმული ცხვირი.მე შევიშალე _ძურწა ბალახს ვუწოდე შვილი,მერე მოვცელე უმწვანესი ლორთქო ბალახიდა ჩემს სიგიჟეს დავარქვი ვნებადა სიყვარული...უკბილო ბგერებს სწუხს როიალი,უმწეოდ კნავის მშიერი კნუტიდა ბლით გამომძღარ კატისმკვლელ ბიჭებსნიშნის მოგებით უცინით სახედა ნაჩუქარი წყვილი აქლემისგადახერხილი კუზების სისხლიმდინარესავით ჩაედინებაცხვირჩამოთლილი ბურატინოს ცრემლებისზღვაში...ახლა მაბოდებს:როიალი, კნუტი, ბიჭები, წყვილი აქლემი,ბურატინო,მკვდარი ბალახი...თუმცა, რაღა დროს _ მე შევიშალე!მაგრამ რა ვუყო არა შეშლილებს,ვინც ასე დინჯად, შეუშლელად ანადგურებენკლავიატურის უნაზეს ბგერებს,კნუტის რძეს, აქლემს, ბურატინოს ცხვირისღირსებას,ლორთქო ბალახს ღიღინით გლეჯენ,და ბოროტ ბიჭებს არ ტუქსავენ უსასტიკესად,რა ვუყო იმათ! თორემ მე ხომ,მე... შევიშალე!