პოეზია · ლირიკა
გულს ნუ გაიტან გარეთ!
ღრუბელზე გრძნობააშლილთავს ჩამოიხრჩობს მთვარე...გული დატოვე სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!ცრემლი ობოლი ბავშვისშეგინგრევს გულის კარებს...ამიტომ, იყოს სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!დევნილ კაცს, ბუდეაშლილსვერ ეტყვი: გაიარე...გული დატოვე სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!დაუმტვრევ მრუდე არშინს _ქორ-ვაჭრის დავთარს არევ...გული დატოვე სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!პატივაყრილს და დაშლილს.ვერ შველი ცხუმს და გარეჯს...გული დატოვე სახლში,გული გასკდება გარეთ!"ცა ფირუზ" გორავს ლაფში,მოკაშკაშ-მოელვარე...გული დატოვე სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!ილიას წიგნის გაშლითვეღარც ვის გაახარებ...წიგნიც დატოვე სახლში,წიგნს ნუ გაიტან გარეთ!მავანს ჰგონია, ტაშითთავის ამქარში გაგრევს...გული დატოვე სახლში,გულს ნუ გაიტან გარეთ!შენს გარდა ტყვიის ნახშირსშუბლზე ვინ გაიკარებს...გულს ვერ დატოვებ სახლში,გული გაგიყვანს გარეთ!