პოეზია · ლირიკა
თოკი
შენი პერანგი ქარში ფრიალებს,თოკზე თავდაღმა ჰკიდია, შრება...მკლავებგაშლილი კვლავ სატრფიალოდქართან შეხებით დაეძებს შვებას.ხან ჩემკენ იწევს, ხან ჯამბაზივითუცხო ილეთით ესწრაფვის მთა-ბარს...მალე შენს პერანგს წვიმის ემბაზივით ცოცხალ სხეულს, სათუთად განბანს.ჩემგან მოვლილი და ნაფერებისხვა აივნისკენ დაბმული გარბის...იქვე, კუთხეში, ტოკავს ფერებიმისთვის ოდესღაც ძვირფასი კაბის.ღამდება...ცრემლებს თოკივით ვაბამ,ნედლი იჭვებით ფილტვებს ვიხრჩოლებ...შენი პერანგი და ჩემი კაბასაცაა, თავებს ჩამოიხრჩობენ!