↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიყვარხარ

ხეთაგური მზია

2012-07-121 წთ საკითხავი868 ნახვა

—
მიყვარხარ, როცა ბუნებაუკიდეგანოდ მაისობს,მიყვარხარ შემოდგომაზეც,მზეს რომ ატყვია ნაღველი,მიყვარხარ, როცა მოვიწყენ,მიყვარხარ, როცა ვხალისობ,მიყვარხარ, როცა დამცდებაშენი ძვირფასი სახელი.მიყვარხარ, როცა ვფუსფუსებ,მიყვარხარ, როცა მცალია,მიყვარხარ, როცა მეგობრებსსიხარულს დავესესხები,მიყვარხარ, როცა ულექსოდღეებს განვიცდი ძალიან,მიყვარხარ, როცა ცვივიანდაუწერელი ლექსები.მიყვარხარ ჩუმად, ხმამაღლა,რწმენით და ცრუ იმედებით,მიყვარხარ, როცა მივიწყებ,მიყვარხარ თუ გახსენდები,მიყვარხარ, როცა მწყალობენ,ან მღალატობენ ღმერთები,მიყვარდი, როცა ვყვაოდი...მიყვარხარ, როცა... ვბერდები!

ხეთაგური მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი