პოეზია · ლირიკა
ლოცვა
ცეცხლის წვიმა წამოსულა,ღვთისმშობელო მარიამ,და ეს წვიმაც, იქნებ სულაც,ისევ ჩვენი ბრალია.მეწყერს სული გაუპიადა, კაციან-ქალიან,არავის არ გაუგია,ღვთისმშობელო მარიამ.ღვთისმშობელო, შენ ხარ ჩვენიიმედიც და ნუგეშიც,მოგვეც ღამის გასათევიშენს მადლიან უბეში.შენი წყნარი ხმა გვაღირსედა ზღაპრით თუ იგავითისეთები გაგვაღვიძე,დიდგორთან რომ ვიყავით.